დაჩი შოშიტაშვილი – მეც აქ ვარ!

პრაიდი ჩემთვის სილაღესთან და ბევრ სიყვარულთან ასოცირდება. ალბათ, იმიტომ, რომ მრავალფეროვნებას ეს ყველაფერი ბუნებრივად თან სდევს. როდესაც ადამიანი დისკრიმინაციის მსხვერპლი ნაკლებადაა, მას ამასთან გამკლავებაში დიდი რესურსის ჩადება არ უწევს, შესაბამისად, მთელი მისი ძალისხმევა პიროვნულ განვითარებას ეთმობა. შემდგარი და რეალიზებული მოქალაქეები კი ქვეყნის განვითარების წინაპირობაა. სანამ ქვეყანაში თითოეული ადამიანი არ დაფასდება განურჩევლად მისი განსხვავებულობისა, ჩვენი ქვეყანა ვერ განვითარდება.

წელს პირველად გადავწყვიტე, რომ ღირსების მარშს აუცილებლად შევუერთდე. ხშირად, ქვიარ თემი საზოგადოებისთვის მისგან ძალიან შორს მდგომი ჯგუფია, რომლის მიმართაც, ძირითადად, ნეგატიური დამოკიდებულება არსებობს. ბუნებრივიცაა, ეშინიათ იმის, რასაც არ იცნობენ. სამწუხაროდ,  ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი აყოლილია ირაციონალურ შიშებს, რომელსაც ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ხალხში ავრცელებენ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ქვიარ თემის წარმომადგენლები ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ყველა და მათაც ისევე აქვთ საჯარო სივრცით სარგებლობის უფლება, როგორც საქართველოს ყველა მოქალაქეს.

ასევე, ბოლო წლების გამოცდილება აჩვენებს, რომ ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები ახერხებენ ქვიარ თემისათვის საჯარო სივრცით სარგებლობის უფლების შეზღუდვას, ამიტომ მნიშვნელოვანია, ამ ხალხმა დაინახოს, რომ ეს ქვეყანა მხოლოდ მათ არ ეკუთვნით და ქვიარ თემის მხარდამჭერებიც სრულფასოვანი მოქალაქეები არიან.

ქვიარ თემი საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ჯგუფია – მათ საკუთარ თავზე აქვთ გამოცდილი ჩაგვრა და ყველაზე უკეთ იციან სოლიდარობის ფასი. ბოლო წლებსაც თუ გადავხედავთ, ქვიარ თემი ყველა ჯანსაღი პროტესტის მონაწილე იყო. ზოგადად, ადამიანებს ბევრად მეტი რამ გვაერთიანებს, ვიდრე გვყოფს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ერთმანეთის ენაზე საუბარი შევძლოთ, მხოლოდ ეს ერთობა ჩამოგვაყალიბებს ჯანსაღ საზოგადოებად.

და ბოლოს, სიყვარულის გამო ადამიანები არ ისჯებიან.

წინა

ქრისტი დათიაშვილი – მეც აქ ვარ!

შემდეგი

2021 წლის ლონდონი პრაიდის მთვარი აღლუმი 11 სექტემბერს ჩატარდება

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების