ანასტასია კარტოზია – მეც აქ ვარ!

”ჩემთვის პრაიდი წინააღმდეგობისა და ზეიმის კომბინაციაა – ერთად ვეწინააღმდეგებით სიძულვილსა და გაუნათლებლობას, ამავდროულად, ვზეიმობთ ერთმანეთს. მე ყველა ქვიარ ადამიანი მეამაყება, რადგან თითოეულ ჩვენგანს საკუთარ თავთან და გარე სამყაროსთან ჭიდილი უწევს. ეს პროცესები არასდროსაა მარტივი და მძიმედ აისახება ადამიანის მენტალურ ჯამრთელობაზე. ამის მიუხედავად, აქ ვართ, არ ვნებდებით, ვცხოვრობთ, გვიყვარს და გვიხარია.

დღის ბოლოს ყველანი უბრალოდ ადამიანები ვართ და ვცდილობთ, ბედნიერები ვიყოთ. ხშირად ვფიქრობ, რამდენად უკეთესი იქნებოდა სამყარო, ერთმანეთის მიმართ უფრო ემპათიურები რომ ვიყოთ. არავინ ვიმსახურებთ, ვიყოთ დისკრიმინაციის მსხვერპლი ჩვენი ორიენტაციის, გენდერის, რასის, რელიგიისა და სხვა ფაქტორების გამო.

მე ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანს უნდა უნდოდეს თანასწორი საზოგადოება. მე მტკივა სხვა ადამიანების უბედურება. იმედი მაქვს, მათაც ექნებათ სურვილი, მომისმინონ და დამეხმარონ პრობლემის აღმოფხვრაში. დღეს მე ვიბრძვი ჩემთვის, ხვალ სხვა იბრძოლებს. თუ ერთმანეთს სოლიდარობას გამოვუცხადებთ და გვერდით დავუდგებით, ჩვენს ბრძოლებს წარმატების შანსი გაეზრდება.

დიახ, მე მივდივარ პრაიდზე. ონლაინ აქტივიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ  ფიზიკურ სივრცეში შეკრება აუცილებელია. ფიზიკურ სივრცეში ადამიანებს ეკრანს მიღმა ხედავ, საზოგადოებას ვაჩვენებთ, რომ ჩვენც ამ ქვეყნის ნაწილი ვართ და არსად მივდივართ, რომ ვდგავართ და ვიბრძვით თანასწორი პირობებისათვის და უკეთესი მომავლისთვის.”

წინა

ბექა კვაჭანტირაძე – მეც აქ ვარ!

შემდეგი

გენიოსი, რომელიც ჰომოსექსუალობის გამო თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ახალ 50£-იან კუპიურაზეა გამოსახული

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების