ერთი და იმავე სქესის მშობლები და მათი შვილები ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ოჯახებად იქნებიან აღიარებული

ევროკავშირის უმაღლესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში ერთი და იმავე სქესის მშობლები და მათი შვილები ოჯახად უნდა იყოს აღიარებული.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ (CJEU) განაცხადა, რომ თუ ერთი ქვეყანა აღიარებს ლგბტ მშობლებსა და მათ შვილებს ოჯახად, მაშინ ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო ვალდებულია, იგივე გააკეთოს, რათა ბავშვის თავისუფლად გადაადგილების უფლება იყოს უზრუნველყოფილი.

აქმე სასამართლომდე მას შემდეგ მივიდა, რაც ბულგარეთის ხელისუფლებამ ერთი და იმავე სქესის წყვილს უარი უთხრა ახალშობილი ქალიშვილის დაბადების მოწმობის გაცემაზე იმ მიზეზით, რომ არ შეიძლება ბავშვს ორი დედა ჰყავდეს. ბულგარელი კალინა ივანოვა და გიბრალტარში დაბადებული ბრიტანელი ჯეინ ჯოისი 2019 წელს ესპანეთში დაბადებული სარას დედებად არიან რეგისტრირებული, არცერთი მშობელი არ არის ესპანელი წარმოშობის. ჯონსი თავის ქალიშვილს ვერ გადასცემს მოქალაქეობას, რადგან თავად გიბრალტარში დაიბადა. ამის საფუძველზე, ივანოვამ ქალიშვილისთვის ბულგარეთის მოქალაქეობა მოითხოვა, რაც ერთი და იმავე სქესის წყვილის ქორწინებისა და პარტნიორობის გამო ლეგალურად არ აღიარეს.

სასამართლოს დადგენილებით, ბავშვზე ბულგარეთის პასპორტი უნდა გაიცეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ILGA Europe-ის სამართალწარმოების ხელმძღვანელის განცხადებით, ეს არის ჭეშმარიტი მოწმობა იმისა, რომ ევროკავშირი თანასწორი ქვეყნების გაერთიანებაა და მოუთმენლად ელოდება დღეს, როდესაც ოჯახები ისარგებლებენ გადაადგილების თავისუფლებითა და სხვა ფუნდამენტური უფლებებით თანასწორ პირობებში, არა მხოლოდ პატარა სარა და მისი ოჯახი, არამედ სხვა ადამიანებიც ევროკავშირის მასშტაბით, რომლებიც მსგავსი წინააღმდეგობების წინაშე დგანან.

საქმე გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

წყარო: EuroNews

წინა

ტრანსგენდერი მსახიობი ლავერნ კოქსი შონდა რაიმსის ახალ სერიალში ითამაშებს

შემდეგი

საფრანგეთში გეი და ბი კაცები სისხლის დონაციას დისკრიმინაციის გარეშე შეძლებენ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების