სამხრეთ კორეის სასამართლომ ერთი და იმავე სქესის წყვილი პარტნიორებად არ ცნო

სეულში, სამხრეთ კორეაში, ერთი და იმავე სქესის წყვილის მოთხოვნა მეუღლის ჯანმრთელობის დაზღვევის შეღავათებთან დაკავშირებით, სასამართლომ უარყო, რაც ქვეყანაში ქვიარ წყვილების სამართლებრივი უფლებების არარსებობას უსვამს ხაზს.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ კორეა ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობას არ ცნობს, 2020 წლის თებერვალში, ერთ-ერთმა მამაკაცმა პარტნიორის მეუღლედ რეგისტრაცია შეძლო, რის შედეგადაც, მას ჯანმრთელობის დაზღვევაზე წვდომა მიეცა. როდესაც ამბავი გასაჯაროვდა, ჯანმრთელობის დაზღვევის ეროვნულმა სამსახურმა პარტნიორის სტატუსი გააუქმა, წყვილმა კი მის წინააღმდეგ საჩივარი შეიტანა შეღავათების აღდგენის მოთხოვნით. გასულ კვირას სასამართლომ წყვილის კანონიერ მეუღლეებად აღიარებაზე უარი განაცხადა. შესაძლებელია, ასეთ მიდგომას ცუდი შედეგები მოჰყვეს ისეთ ქვეყანაში, სადაც ხშირია ლგბტ+ ადამიანების დისკრიმინაცია. გადაწყვეტილება ხაზს უსვამს იმას, რომ კორეაში ლგბტ თემის წევრები თანასწორ გარემოში არ ცხოვრობენ. კანონმდებლებმა უნდა გამოიჩინონ ინიციატივა და უზრუნველყონ, რომ ყველა ლგბტ ადამიანის უფლება აღიარებული და დაცული იყოს.

სამხრეთ კორეამ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღება გადადო. ამის პარალელურად, სხვა რეგიონები ამ კანონის აუცილებლობას აღიარებენ და შესაბამის ზომებსაც იღებენ. მაგალითად, 2019 წელს ტაივანმა ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება დაუშვა, ხოლო ტოკიომ სულ ახლახან გამოაცხადა, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების პარტნიორობას აღიარებს.

წინა

ფეხბურთელისთვის ქამინგაუთი კარიერის დასასრულს ნიშნავს – პატრის ევრა

შემდეგი

გერმანიაში LGBTQ+ უფლებების განმტკიცებისთვის პირველი კომისარი აირჩიეს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების