სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი მაია ენჯელოუ მონეტაზე გამოსახეს

ცნობილი ამერიკელი პოეტი, მწერალი და სამოქალაქო აქტივისტი მაია ენჯელოუ პირველი ფერადკანიანი ქალია, რომელიც აშშ-ს 25-ცენტიანზე გამოსახეს. მონეტა მიმოქცევაში 10 იანვარს შევიდა.

ამ ამბავს შტატების სახაზინო დეპარტამენტის პირველი ქალი მდივანი, ჯანეტ იელენი გამოეხმაურა და თქვა, რომ ვალუტის დიზაინის ცვლილებისას, ყოველთვის ეძლევათ რაღაც მნიშვნელოვანის თქმის შესაძლებლობა საკუთარ ქვეყანაზე – როგორ ვითარდებიან და რა ღირებულებები აქვთ, როგორც საზოგადოებას.

25-ცენტიან მონეტებზე სხვა ამერიკელი ქალების გამოსახვაც არის დაგეგმილი, რომლებმაც ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვეს.

ენჯელოუს საყოველთაო აღიარება მოუტანა პირველმა რომანმა „ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი“, რომელშიც აღწერა საკუთარი ბავშვობის წლები და ის, თუ როგორ დაეხმარა მწერლობა და ლიტერატურა რასიზმთან, ასევე, ცხოვრებისეულ ტრავმებთან გამკლავებაში. ნაწარმოები აკრძალული წიგნების სიაშიც იყო შესული.

მაია ენჯელოუმ, რომელიც 36 წიგნის ავტორია, სიცოცხლე სამოქალაქო უფლებებისთვის ბრძოლასა და ლგბტ თემის მხარდაჭერაში გაატარა. მას 30-ზე მეტი საპატიო ჯილდო მიენიჭა და ბარაკ ობამასგან თავისუფლების საპრეზიდენტო მედალიც მიიღო. ასევე, ის მხარს უჭერდა ქორწინების თანასწორობას.

მაია ენჯელოუ 2014 წელს, 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

წინა

თვითგადარჩენა, ემიგრაცია და პირველი სიყვარული — ლესბოსელი ქალის ისტორია

შემდეგი

ფრიდა კალოს ლურჯი სახლი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების