6 ლგბტ+ პოდკასტი – შემეცნება & გართობა

ქვიარ მედია დროთა განმავლობაში იზრდება და ეს პოდკასტების სამყაროზეც კარგად აისახა. ეს არის საშუალება, შევქმნათ და საზოგადოებას გავაცნოთ ჩვენი მრავალფეროვნებით, განსხვავებული თემებითა და სილამაზით გამორჩეული პლატფორმები.

თუკი თავისუფალ დროს ყურსასმენებით სეირნობა ან, უბრალოდ, საინტერესო ამბების მოსმენა და ამ სახით განტვირთვა შენი კომფორტის ზონაა, მაშინ არ გამოტოვო 6 საუკეთესო ლგბტ+ პოდკასტი, რომლის პოვნაც Spotify-ზე შეგიძლია.

1. Queer Talk

 

ეს სივრცე ქვიარ გართობაზეა ორიენტირებული და ძირითადად, პოზიტიურ ამბებსა და ინტერვიუებს გვთავაზობს.

მოუსმინე აქ.

2. Bad Gays

Bad Gays, რომელსაც ჰაუ ლემი და ბენ მილერი უძღვებიან, ქვიარ ისტორიის უკეთესად წარმოჩენას ემსახურება.

მოუსმინე აქ.

3. Two Twos Podcast

პოდკასტის წამყვანები, ნანა და როუზი, ფერადკანიანი ლესბოსელები არიან, რომლებიც ლონდონში ცხოვრობენ. ისინი თავიანთ პლატფორმას, Two Twos Podcast, აღწერენ, როგორც სიმართლის თქმისთვის განკუთვნილ უსაფრთხო სივრცეს, რომელშიც ლგბტ+ საზოგადოებასა და ჰეტეროსექსუალ ადამიანებს შორის „უფსკრულის“ გადალახვაა შესაძლებელი.

მოუსმინე აქ.

4. Attitudes!

,,დამოკიდებულებები!“ პოლიტიკური, მაგრამ ამავდროულად კომედიური პოდკასტია, რომელიც მიმდინარე ლგბტ+ საზოგადოებისა და გენდერულ საკითხებს მსუბუქად აშუქებს.

მოუსმინე აქ.

5. We Were Always Here

 

შემდეგ პოდკასტს მარკ ტომპსონი წარმოგვიდგენს, რომელიც ხშირად უგულებელყოფილ პერსპექტივებს აერთიანებს. ეს არის სიბრაზის, მწუხარებისა და იმედის გამოხატვის ადგილი, რომელიც მრავალფეროვნებასა და სიახლეებს მატებს ქვიარ ისტორიას.

მოუსმინე აქ.

6. Just Like Us

პლატფორმას Just Like Us დიდ ბრიტანეთში დაფუძნებული საქველმოქმედო ორგანიზაცია აწარმოებს, რომელიც მხარს უჭერს ლგბტ+ ახალგაზრდებს. პოდკასტის მთავარი თემა სწორედ ქვიარ აღზრდას ეხება.

მოუსმინე აქ.

 

წყარო: PinkNews

წინა

ემჯეი როდრიგესი – ოქროს გლობუსის მფლობელი პირველი ტრანსგენდერი ქალი

შემდეგი

ქვიარ მონარქები, მმართველები და ლიდერები – ნაწილი I

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების