ღვინო, დუდუკი, ქალები – პოდკასტი ქვიარ ქალებისთვის

,,ღვინო, დუდუკი, ქალები” – ამ სახელის ქვეშ გაერთიანდა ქვიარ აქტივისტების, ნათია გვიანიშვილისა და თინათინ ნოღაიდელის პოდკასტების სერია, რომელიც მათი ინიციატივით, ქვიარ ქალებისთვის და არა მარტო მათთვის, საინტერესო თემებზე სასაუბროდ შეიქმნა.

ნათია გვიანიშვილი

,,პოდკასტის გაკეთება ერთ-ერთი მეგობრული საუბრისას გადავწყვიტეთ, როცა მივხვდი, რომ საინტერესო საკითხებზე სახალისო მასალა ქვიარ ქალებისთვის დიდად არ გვაქვს. მართალია, ჩვენც ფემინიზმზე, იდენტობაზე და ამ თემებზე ვსაუბრობთ, მაგრამ არ გვაქვს ჩარჩო, რომ საუბარი მაინცდამაინც უფლებებზე უნდა იყოს მიბმული, ხუმრობა და ლაზღანდარობაც შეიძლება ბევრ თემაზე, ჯანსაღი სატირა და ცოტა სარკაზმიც – თემში მე ეს ძალიან მაკლია. პოდკასტი, ძირითადად, გათვლილია ქვიარ (როგორც სისგენდერი ისე ტრანსი) ქალებისა და არაბინარული ადამიანებისთვის – ესაა ძირითადი აუდიტორია, მაგრამ არაა გამორიცხული, რომ თემისთვის უფრო ფართოდაც იყოს საინტერესო და რაღაცებში ჩავრთოთ ჩვენი გეი მეგობრებიც.

მიზანი, ალბათ, არის ის, რომ იდენტობებზე, გამოცდილებებზე (მათ შორის სექსზე, ურთიერთობებზე ა.შ) საუბრის ტაბუები მოვხსნათ და ამ საუბრების სახალისო ფორმები ვიპოვოთ. იუმორით შევძლოთ ჰომო/ბი/ტრანსფობებთან დაპირისპირება და ასევე, გავიაზროთ თემში არსებული კლიშეები და სტერეოტიპები – ეს შეიძლება ახალი დისკუსიების, რაღაცების გადააზრების კატალიზატორად იქცეს. ძალიან მინდა, რომ თემის წევრები აქტიურად ჩაერთონ, აზრი გამოთქვან და ჩვენ შევძლოთ, ხმა მივცეთ, თუნდაც ანონიმურად.”

თინათინ ნოღაიდელი

,,მე და ნათია ხშირად ვლაპარაკობთ ამ თემებზე, ვლაზღანდარობთ და ვხუმრობთ. ძალიან მჭიდრო კავშირი მაქვს ყველა ამ მედიუმთან, რომელიც ხმასთან არის დაკავშირებული და ვიფიქრე, რომ კარგი იქნებოდა, ეს მომენტი გამომეყენებინა და ის საუბრები, რომელიც, რეალურად, ისედაც გვაქვს, გაგვეზიარებინა.

ჩვენს სამიზნე აუდიტორიას, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა სივრცე აქვს, სადაც შეიძლება საკუთარი თავი იცნოს, ჩვენ კარგად ვიცით, როგორ ვართ ყველანი კარადაში დამალული და მგონია, რომ მე და ნათიას გვაქვს იმის პრივილეგია, დამალული აღარ ვიყოთ და გვინდა, ყველა, ვინც ახლა საკუთარ თავს კითხვებს უსვამს, დავენახოთ და ვუთხრათ, რომ არსებობენ, ჩვენც ვარსებობთ და ეს ყველაფერი შეიძლება იყოს ბედნიერება, კარგად ყოფნა, სახუმარო და სასაცილო და არ იყოს მხოლოდ ტანჯვა, რომელიც ხშირად მხოლოდ ძალიან სერიოზულ ჭრილში – ბუკელტებში და სადღაც ინტერნეტ საიტებზე არაქართულად არსებობს. ჩვენ სრულიად არაპრეტენზიულად, ჩვენი ოთახიდან საუბრებით გვინდა ვაჩვენოთ სხვებს, რომ ვარსებობთ.”

პოდკსატების მოსმენა შეგიძლიათ ყველა პლატფორმაზე: საუნდქლაუდი, იუთუბი, სპოტიფაი, ეფლ მიუზიკი და მალე უკვე ეფლ პოდკასტზეც.

soundcloud.com

feeds.buzzsprout.com

music.amazon.com/podcasts

მეტი ჩართულობისთვის, პოდკასტის ავტორებს შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ინსტაგრამის გვერდზე – tini.meriem

ფოტო მთავარზე: გვანცა გათენაძე

წინა

დაუმორჩილებელი სულის ზეიმი – ქროს-დრესერების საიდუმლო ისტორია

შემდეგი

7 ფილმი ტრანსგენდერ ადამიანებზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების