/

„ღია სივრცის“ ახალი თეატრალური სეზონი სპექტაკლით UNMEMORY გაიხსნება

ღია სივრცის თეატრალური სეზონი 27 ნოემბერს, დავით ხორბალაძის ახალი სპექტაკლით, UNMEMORY, გაიხსნება.  წარმოდგენა მეხსიერების უწყვეტ გარდაქმნაზეა. დროთა განმავლობაში მეხსიერება იშლება და საბოლოოდ, მოვლენები და ფაქტები იმდენად ზიანდება, რომ, ფაქტობრივად, მათგან ხელჩასაჭიდი არაფერი რჩება. მუდმივი მხოლოდ ცვლილებაა. საინტერესოა, რამდენად ეგუება ადამიანის წარმავალი სხეული ცვალებადობას.

წარმოდგენის მთავარი სამიზნე მაყურებლის მეხსიერებაა, რომელზეც სპექტაკლი მუსიკის საშუალებით მანიპულირებს. მუსიკა, რომელიც დაუსრულებლობის შეგრძნებას ნერგავს, UNMEMORY-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ხმებით, ალუზიური და ასოციაციებით სავსე ვიზუალური თხრობით, ჯგუფი შეეცდება, შექმნას სამყაროს მოდელი, რომელიც სტატიკურ წარსულს თავს აღწევს და თავგანწირვით ცდილობს მომავლის ფლუიდურობას შეუერთდეს.

 

„ღია სივრცე“ დამოუკიდებელი სახელოვნებო კომპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ვიზუალური და საშემსრულებლო ხელოვნების განვითარებას. კომპანიის მიზანია, აღმოაჩინოს არტისტები და მისცეს მათ პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, თვითგამოხატვისა და ერთმანეთთან დაკავშირების შესაძლებლობა, შექმნას გარემო სრული შემოქმედებითი თავისუფლებისა და თვითრეალიზების მეთოდების შეუზღუდავობისთვის.

სპექტაკლის სამუშაო ჯგუფი

ამავე თემაზე: დავით ხორბალაძე ქვიარ ეგზოტიზაციის წინააღმდეგ

წინა

ბრაიან მაიქელ სმიტი – პირველი ტრანსგენდერი მამაკაცი PEOPLE-ის „ყველაზე სექსუალური მამაკაცების“ სიაში

შემდეგი

ლესბოსელი აქტივისტის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების