ტრანსი მოდელი, მომღერალი და აქტივისტი, რომელმაც ჰოლივუდი აალაპარაკა

2014 წელს, როდესაც ლეიტ ეშლიმ ინსტაგრამზე უბრალოდ თავისი ფოტოები გამოაქვეყნა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ 2 წლის შემდეგ, ნიუ-იორკის მოდის სამყაროს დაიპყრობდა.

მოდელი, მსახიობი და აქტივისტი გახდა Pit Crew-ს პირველი ტრანსგენდერი წევრი RuPaul’s Drag Race-ში. ის ასევე იყო Barneys-ისა და Diesel -ის მთავარი მოდელი რამდენიმე დეფილეზე, ახლა კი ეშლი სამსახიობო კარიერის გასაგრძელებლად ჰოლივუდში მიდის.

მიუხედავად იმისა, რომ მან უკვე მიიპყრო რეჟისორების ყურადღება ისეთი შოუების შემდეგ, როგორიცაა POSE და Strut,  ეშლი პირველ მთავარ როლს მხატვრულ კომედია – My Divorce Party-ში ითამაშებს.

ეშლისთვის, მისი მასკულინური გარეგნობის გამო, კაცის როლის თამაში იოლია, თუმცა მას უჭირს ტრანსის როლების მოპოვება. ,,გასართობი ინდუსტრია ცდილობს, უფრო მეტად მიიღოს ტრანსი ადამიანები, მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო, ისინი არ ცდილობენ, გაიგონ ქვიარ ადამიანების, ისინი უბრალოდ ითხოვენ მრავალფეროვნებას მეტი მაყურებლის მოზიდვისთვისა და ფინანსებისთვის.”

ეშლი ასევე აღიარებს, რომ ეს ინდუსტრია ზოგჯერ იმდენად ტრანსფობიურია, კასტინგის პროცესიც კი შეიძლება დეჰუმანიზებული იყოს ტრანს ადამიანებისთვის.

მიუხედავად ამისა, ეშლი ამბობს, რომ მადლიერია იმ შესაძლებლობებისთვის, რაც მას აქვს და თვლის, რომ რაც უფრო მეტი ტრანს ადამიანი იქნება ეკრანსა და კულისებში, მით უკეთესი იქნება ყველასთვის, ამისთვის კი საჭიროა ამ ინდუსტრიის გაუმჯობესება კონკრეტული საკითხების მიმართ.

წყარო: advocate.com

წინა

რუსეთი ,,გეი პროპაგანდის’’ შესახებ დისკრიმინაციული აკრძალვის გაუქმებას არ აპირებს

შემდეგი

დევიდ გაში – სხვაგვარად ვფიქრობთ

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების