ლგბტქ+ ავღანელ ლტოლვილთა მძიმე მდგომარეობა

ედაფე ოკპორო (he/him) არის ავტორი მომავალი წიგნის, ASYLUM, Memoir, and Manifesto by Simon and Schuster, რომელიც 2022 წლის ზაფხულში გამოვა. ოკპორო არის შეერთებული შტატების Talent Beyond Boundaries-ის დირექტორი, ეხმარება ლტოლვილებს უსაფრთხოების მოპოვებაში დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადის, აშშ-ის, იორდანიისა და ლიბანის ოფისებით.

”თალიბანის წინსვლამ და ავღანეთის მთავრობის დამხობამ ქალების, ბავშვებისა და ლგბტქ ადამიანების იძულებითი გადაადგილება გამოიწვია. ქვიარობა ავღანეთში სისხლის სამართლის დანაშაულია. ქვეყნის კონსტიტუციის 130-ე მუხლი შარიათის კანონის იმპლემენტაციის საშუალებას იძლევა, რომელიც ერთსქესიანთა სექსუალურ კავშირებს კრძალავს. მაქსიმალური სასჯელი სიკვდილია და გამოიყენება როგორც მამაკაცებს, ისე ქალებს შორის სექსუალური კავშირების შემთხვევაში.

მეგობრებისგან ონლაინ ვიღებ შეტყობინებებს, მეკითხებოდნენ, რას ვაკეთებთ ლგბტქ ავღანელების დასახმარებლად და მე არ მაქვს უკეთესი პასუხი, გარდა ამისა: „თუ ისინი შეერთებულ შტატებში ჩამოვლენ, ჩვენ დავეხმარებით მათ დასახლებაში“. როდესაც ისინი აქამდე ჩამოდიან, მხარდაჭერის ნაკლებობის პრობლემა არ არის, პრობლემაა ის, თუ როგორ ჩამოდიან აქამდე.

შემდეგი შეტყობინება, რომელიც მივიღე, იყო GoFundMe-ის ბმული, დუბლინში მყოფი მეგობრისგან. ის აგროვებს თანხას მისი მეგობარი ომიდისთვის, ქაბულში მცხოვრები 25 წლის გეი მამაკაცისთვის – ‘’ამ თანხით მას შეეძლება, უსაფრთხოდ და ლეგალურად გაემგზავროს თურქეთში და დაიწყოს ახალი ცხოვრება დევნისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხისგან მოშორებით.’’

მე სულ უფრო მეტად ვღელავ ისეთ ახალგაზრდებზე, როგორიც ომიდია, იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული, ქაბულში მცხოვრები გეი კაცი. ომიდი არ არის გამონაკლისი შემთხვევა, იგი გამოხატავს ბევრი ლგბტქ ავღანელის საჭიროებას, რომლებსაც ხმის ამოღების ეშინიათ, რადგან კანონები, როგორიცაა სისხლის სამართლის კოდექსი და სხვა დისკრიმინაციული კანონმდებლობა, მათ უიმედობას ჰგვრის. მათ, ვინც ავღანეთში დარჩება, სავარაუდოდ, შეექმნებათ პრობლემები შარიათის ან სისხლის სამართლის კოდექსის 645-ე ან 646-ე მუხლების საფუძველზე, რომელიც ქალებს შორის თავისივე სქესის ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობებს კრძალავს და ერთიდან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ომისა და დიდი კატასტროფების დროს, ლგბტქ ადამიანები, ქალები და ბავშვები ყველაზე დაუცველები არიან.

მიმდინარე ამბებმა გამახსენა, თუ რა გზა გავიარე თავად თავშესაფრის მისაღებად. ჩემმა ქვეყანამ მიიღო კანონი, რომელიც ერთი და იგივე სქესის ადამიანების ინტიმურ ურთიერთობებს 14 წლით თავისუფლების აღკვეთით სჯის, რამაც ლგბტქ თემის წევრების დევნა გამოიწვია და ბევრი იძულებული გახდა, გაქცეულიყო უსაფრთხოების მოსაპოვებლად ზუსტად ისე, როგორც მე. ამან ჩემი ცხოვრება სრულიად შეცვალა, მე ჩემი 20-იანი წლები ახალ ქვეყანაში გადასახლების პროცესში დავკარგე. ტრავმა იმისა, რომ მე ეს წლები ისე ვერ გავტარე, როგორც სხვა ახალგაზრდებმა, დღემდე მომყვება. ამიტომაც, ომიდს, რომელიც ჩემზე უმცროსია, სჭირდება სისტემია და არა ინდივიდების მხარდაჭერა!

ლტოლვილის სტატუსით გამოწვეული პოსტტრავმული სტრესული აშლილობა ხანგრძლივია; ამ ადამიანებს, რომლებიც იძულებით გადაადგილდებიან, ჩემს ოჯახად ვთვლი და ვისურვებდი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეძლოს უფრო მეტი, ვიდრე ავღანეთიდან საკუთარი ხალხის გამოყვანაა. მე ვიმედოვნებ, რომ შეერთებული შტატები იმოქმედებს ისევე სწრაფად, როგორც კანადა, რომელმაც განაცხადა, რომ იგი მიიღებს ავღანეთიდან 20,000 ლტოლვილს. თუ სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ ჩვენ გვაინტერესებს, ჩვენ ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ლტოლვილი მივიღოთ, რადგან იქ დარჩენილები, დიდი ალბათობით, განიცდიან წამებას და უკიდურეს სიტუაციებში სიკვდილით დაასრულებენ.

შეერთებულ შტატებს უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანას. ლტოლვილთა განსახლების ამჟამინდელი პროგრამა ითხოვს მთელ რიგ პროცედურებს, რომელიც ამ ეტაპზე უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ავღანელებისთვის ართულებს თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობას. ჩვენ შეგვიძლია, გავხსნათ გზები ლტოლვილებისთვის, რათა შემოვიდნენ ქვეყანაში არსებული მექანიზმების გამარტივების გზით.

ეს არის სისტემური საკითხი და არა ინდივიდუალური. ჩვენ გვჭირდება უფრო მაღალი ცნობიერება ავღანელი ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ. მათ არ შეუძლიათ, ტვირთად აიღონ ახალი სახლის პოვნა და ამავე დროს, ინფორმაციის გავრცელება. სადაც არ უნდა იყოთ, თქვენ შეგიძლიათ, შეასრულოთ თქვენი როლი, შეატყობინოთ თქვენს წარმომადგენელს საკანონმდებლო ხელისუფლებაში და აღნიშნოთ, რომ ავღანელების სიცოცხლის გადარჩენა პრიორიტეტულია თქვენთვის და ამომრჩევლისათვის, რომელსაც ისინი წარმოადგენენ.

მე მოვუწოდებ ლგბტქ პირებსა და ქველმოქმედებს, მხარი დაუჭირონ/შეიტანონ წვლილი ლგბტქ დევნილთა და ლტოლვილთა მხარდამჭერ ორგანიზაციებში და აღჭურონ ისინი საჭირო რესურსებით საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანების გამოსაყვანად. ავღანეთში არსებული მდგომარეობა და ლგბტქ საკითხები არის ჰუმანიტარული კრიზისი; რაც მალე აღიარებს ჩვენი საზოგადოება ამას, მით უკეთესი.

ასეთ დროს, ლგბტქ ადამიანებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებაზე პასუხი ყოველთვის იყო ბიუროკრატიული და ნაკლებად ქმედითი. ლგბტქ ადამიანების გლობალური თანასწორობა უნდა იყოს ჰიმნი, რაც ნიშნავს კრიზისის დროს ეფექტურ რეაგირებას ლგბტქ დევნილთა მოთხოვნებზე, რათა მოიპოვონ უსაფრთხოება და შესაძლებლობა, აღადგინონ და გააგრძელონ ცხოვრება, როგორც მე მომეცა საშუალება, როდესაც აშშ-ს მთავრობამ ლტოლვილის სტატუსი მომცა 2017 წელს.

ლგბტქ ადამიანებს, რომლებიც ეძებენ უსაფრთხოებას, არ გააჩნიათ საჭირო მხარდაჭერა მიგრაციისა და განსახლების მოძრაობის საწარმოებლად. მთავარი მიზანია რესურსების მიწოდება იმ ინდივიდებისა თუ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც იბრძვიან ლგბტქ დევნილების უსაფრთხოებისთვის.

ჩვენ მუდმივად ვამბობთ “არასდროს”, და ეს არის მომენტი, როდესაც უნდა მოვითხოვოთ მოქმედება ჩვენივე დაპირებების ასასრულებლად – აღარასდროს დავუშვათ მძიმე სიტუაციებში მყოფი ადამიანები მივატოვოთ.”

წყარო: advocate.com

წინა

Mj Rodriguez პირველი ტრანსია, რომელიც POSE-ში მთავარი როლის შესრულებისთვის ემიზეა ნომინირებული

შემდეგი

SNICKERS-მა ჰომოფობიური რეკლამა ესპანეთის ტელევიზიიდან ამოიღო

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების