აშშ ოლიმპიადაზე ათობით ლგბტქ+ სპორტსმენს აგზავნის

ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იწყება და როგორც ჩანს, ეს ყველა დროის ყველაზე ქვიარ ოლიმპიადა იქნება.

Outsports-ის თანახმად, სპორტის 26 სახეობაში 140-ზე მეტი ღიად ლგბტქ+ სპორტსმენი იასპარეზებს, რომლებიც, მინიმუმ, 25 ქვეყანას წარმოადგენენ. საერთო ჯამში, ოლიმპიადაში რვაჯერ უფრო მეტი ღიად ქვიარი ქალი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე მამაკაცი. ყველაზე მრავალრიცხოვანი გუნდი აშშ-ს ჰყავს, რომელიც იაპონიაში 30-ზე მეტ ლგბტქ+ სპორტსმენს აგზავნის.

სამწუხაროდ, შეჯიბრს რამდენიმე მნიშვნელოვანი ადამიანი გამოაკლდება – გულშემატკივრები განიცდიან, რომ მათმა საყვარელმა ქვიარ სპორტსმენმა, მორბენალმა შაკარი რიჩარდსონმა, დისკვალიფიკაცია მიიღო დოპინგზე ტესტირების შემდეგ. ასევე, მონაწილეობას აღარ მიიღებს ტრანსგენდერი მორბენალი სისი ტელფერი, რომელიც 2019 წელს ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ღიად ტრანს ქალი, რომელმაც NCAA ჩემპიონატი მოიგო.

მიუხედავად ამისა, ოლიმპიადას ათობით ამერიკელი სპორტსმენი დაემატება. მაგალითად, ამერიკელების საყვარელი წყვილი, ფეხბურთის ვარსკვლავი მეგან რაპინოე და კალათბურთის ვარსკვლავი სუ ბირდი.

ჩვენ გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს და მოკლედ მოგიყვებით მათ შესახებ:

რეივენ სანდერსი – ბირთვის კვრა

ეს სანდერსის მეორე ოლიმპიადა იქნება მას შემდეგ, რაც 2016 წელს რიოს თამაშებზე მე-5 ადგილი მოიპოვა. ის ღიად საუბრობს თავის იდენტობაზე. სანდერსი დაქამინგაუთდა პირველ კურსზე და თქვა, რომ მას არასდროს შერცხვება მისი იდენტობის – შავკანიანი ქვიარ ქალი. ”ხალხს შეუძლია თქვას, რისი თქმაც სურს, მაგრამ არ მაინტერესებს, რადგან ასეთი ვარ, როგორიც ვარ!”- ამბობს ის. ის ღიად საუბრობდა თავის მენტალურ ჯანმრთელობაზე და იმაზე, რომ სუიციდური ფიქრები აწუხებდა. ”მე ვგრძნობ, რომ რაც მეტს ვილაპარაკებ, მით უფრო დიდია იმის შანსი, ერთ, ორ ან სამ ადამიანს მივაწვდინო ჩემი ხმა“ – თქვა მან ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუს დროს.

ჩელსი გრეი – კალათბურთი

ჩელსი გრეი წელს პირველად უერთდება აშშ-ს გუნდს, რათა დაეხმაროს ქალთა კალათბურთის გუნდს მე-7 ოქროს მედლის მოპოვებაში. 2016 წელს მან მუხლზე ტრავმა მიიღო, რამაც მისი მომავალი კალათბურთში გაურკვეველი გახადა. ივნისში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩელსიმ ისაუბრა, რას გრძნობდა იმის გაგებისას, როცა გაიგო, რომ ოლიმპიურ გუნდში ადგილი მოიპოვა: ”ეს ძალიან ემოციური იყო, ტირილი დავიწყე. ბევრი დამჭირდა ამ ეტაპამდე მოსასვლელად და ჩემი მოგზაურობა მარტივი არ ყოფილა.”

გრეიმ ცოტა ხნის წინ ხელი მოაწერა Las Vegas Ace-სთან და ასევე თამაშობდა Connecticut Sun-სა Los Angeles Sparks-ში, რომელთანაც 2016 წელს WNBA ჩემპიონატი მოიგო.

2019 წელს ის დაქორწინდა ტიპესა მურერზე, რომლის შესახებაც ინსტაგრამზე ხშირად პოსტავს ხოლმე: “მე ყოველთვის შენ აგირჩევ, მე ვიცი, რა არის სიყვარული და ეს შენი დამსახურებაა” – წერს ის.

კაილა მირიქალი – ჭიდაობა

კაილა იქნება პირველი ღიად ლგბტქ+ მოჭიდავე, რომელიც თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებში მიიღებს მონაწილეობას.

Outsports-თან ინტერვიუს დროს, კაილა ამბობს, რომ ამაყია, რადგან ღიად ლესბოსელია.

მირიქალმა ჭიდაობა 4 წლის ასაკში დაიწყო და ბიჭებს ეჯიბრებოდა, დიდი ხნის მანძილზე ფიქრობდა, რომ ოლიმპიურ ოქროზე ოცნებაც ზედმეტი იყო. ოლიმპიადაზე ქალთა ჭიდაობა 2004 წელს დაამატეს. ოთხგზის ეროვნული ჩემპიონი ახლა მზად არის, რომ ტოკიოში იასპარეზოს. ”ძალიან მადლობელი ვარ მათი, ვინც მუდმივად მხარს მიჭერს! ვერ ვითმენ, ისე მინდა, რომ ეს ადამიანები ტოკიოში წარვადგინო!” – წერს ის.

ერიკა ბუგარდი – ჰეპტატლონი

2019 წელს ერიკა ბუგარდის ცისარტყელიანმა ფეხსაცმელმა აჟიოტაჟი გამოიწვია, რომელიც მას ყატარში, IAAF მძლეოსნობის ჩემპიონატზე ასპარეზობისას ეცვა, სადაც ჰომოსექსუალიზმი კრიმინალიზებულია. მაშინ ბუგარდმა თქვა, რომ მას უბრალოდ თავისი საყვარელი ფეხსაცმელი ეცვა და არ ცდილობდა განცხადების გაკეთებას. ამასთან, აღნიშნა, რომ არ ეშინოდა დაქამინგაუთების – ”მე არ მეშინია მომავლის, ვგრძნობ, რომ დაცული ვარ.”

ბუგარდი თვლის, რომ აუცილებელია მისი, როგორც სპორსტმენის სტატუსი, გამოიყენოს ლგბტქ+ თემის მხარდასაჭერად. „მე ვგრძნობ, რომ ჩვენ, ათლეტებს, შეგვიძლია გავლენა მოვახდინოთ, რადგან უამრავი ადამიანი გვიყურებს. ეს აუცილებელია, რადგან ადამიანებს ადამიანები სძულთ იმის გამო, თუ ვინ უყვართ.”

ტოკიოში ბუგარდი შვიდსაფეხურიან ჰეპტატლონში იასპარეზებს.

ადრიანა ფრენჩი – ფეხბურთი

მეკარე ადრიანა ფრენჩი ახალ-ახალ რეკორდებს ამყარებს. ფრენჩი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ქალთა ეროვნული ლიგა (NWSL) ორჯერ მოიგო 2017-2018 წლებში.

2019 წელს ადრიანა დაქორწინდა ჯანსაღი კვების კონსულტანტ ემილი ბოსკაჩიზე. იმავე წელს, მან მონაწილეობა მიიღო (და მოიგო) მსოფლიოს ქალთა ეროვნული თასის ჩემპიონატში, როგორც აშშ ქალთა ეროვნული გუნდის წევრმა (USWNT).

კრისტენ თომასი – რაგბი

კრისტენ თომასმა რაგბის თამაში 2011 წელს დაიწყო, როდესაც ფლორიდის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო. მას შემდეგ, მან მონაწილეობა მიიღო ქალთა ორ ამერიკულ შეჯიბრში და 2017 წლის რაგბის ქალთა მსოფლიო ჩემპიონტაზე.

2016 წლის ოლიმპიადის გამოტოვება მას ტრავმის გამო მოუწია, მაგრამ ახლა ის ტოკიოსკენ გაემგზავრა, როგორც აშშ-ს გუნდის თანაკაპიტანი.

”ეს მართლაც ოცნებაა. განსაკუთრებით, ბოლო ჩავარდნის შემდეგ. ცოტათი ძნელი იყო, რომ კვლავ მეოცნება, მაგრამ ვფიქრობ, ეს გადავლახე და ამ ეტაპზე აღფრთოვანებული ვარ, ეს შესაძლებლობა რომ მომეცა.” – ამბობს ის.

პერი ბენეგასი – BMX ფრისთაილი

პერი ბენეგასი BMX-ით მაშინ დაინტერესდა, როდესაც ძმას და მეგობრებს ველოსიპედით სეირნობის დროს დაჰყვებოდა. მან 2018 წელს ოქროს მედალი მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატზე.

ეს იქნება BMX ფრისთაილის, როგორც ოლიმპიური ღონისძიების, პირველი წელი, და ბენეგასს ერთი სული აქვს, მასში მონაწილეობა მიიღოს. ”წარმოუდგენელია მხოლოდ იმის ცოდნა, რომ ჩვენი სპორტი აღიარებულია ასეთ დონეზე და ხალხს კონკურენციის შესაძლებლობას აძლევს” – თქვა მან 2018 წელს.

ბენეგასს ქამინგაუთი მაისში, ინსტაგრამის პოსტით ჰქონდა. ”მთელი ჩემი ცხოვრება ვეძებდი ბედნიერებას. პირველად ჩემს ცხოვრებაში, მე ვარ ძალიან აღფრთოვანებული, რომ შემიძლია ვიცხოვრო თავისუფლად და მთელი გულით ვიყო საკუთარი თავი.”

წყარო: them.us

წინა

კარინ ჟან-პიერი – პირველი ღიად ლგბტქ+ ადამიანი, რომელიც თეთრ სახლში ბრიფინგს გაუძღვა

შემდეგი

უნგრეთი ანტი-LGBTQ+ კანონის დასაცავად რეფერენდუმს ჩაატარებს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების