ფსევდო-ქრისტიანობა უდიდესი ბოროტებაა – დეკანოზი ზაზა თევზაძე

გადაცემაში ”რეალური სივრცე” დეკანოზმა ზაზა თევზაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები შეაფასა:

”5 ივლისიდან მოყოლებული, მე მოსვენება არ მაქვს. არ მქონდა მსგავსის მოლოდინი, ე.ი. რაღაცას კარგად ვერ ვხედავდი და ვერ აღვიქვამდი. ყველაზე მთავარი და არსებითი ახლა ისაა, რა მოვლენები ვითარდება ჩვენ თვალწინ. ჩვენ ვლაპარაკობთ ეკლესიაზე, ქრისტიანობაზე. აი, იმ აგრესიულ და სიძულვილით აღსავსე რიტორიკას, რომელიც ქრისტეს სახელით ხორციელდება, ადამიანები ეგუებიან და ჩვეულებრივად იღებენ იმას, რომ ეს შეიძლება მოხდეს და დასაშვებია.

თითოეული ადამიანი, ერთი ადამიანი არის უმაღლესი ღირებულება, რომლისთვისაც მოვიდა უფალი იესო ქრისტე, განკაცდა, ჯვარს ეცვა და მისი თავისუფლება მოიტანა ამ ქვეყანაზე. ჩვენ რა უფლება გვაქვს, რომ ადამიანებს სხვა თვალით შეხვედოთ?! და რაოდენობრივად ვითვალოთ – ”რა მოხდა, ერთი ადამიანი…”

იმ ერთი ჟურნალისტის მკვლელობა არის ყველა ჩვენგანის მკვლელობა. ყველა ჩვენგანი მოკლეს და მოგვკლავენ კიდევ იმიტომ, რომ თუ ჩვენ განსხვავებულსა და რაღაცას ისეთს ვიტყვით, რაც ამ გავეშებულ ბრბოს არ მოეწონება, აუცილებლად გადაგვცემენ იმას, რასაც სიკვდილი ჰქვია და ქრისტიანობა ამისი ყველაზე დიდი მაგალითია – ყველაზე დიდი ვინც იყო, რომელსაც ღმერთი, სიტყვა, სამყაროს შემოქმედი ეწოდება, იმის გამო, რომ მან სხვანაირად დაანახა ადამიანებს ადამიანი, ჯვარცმული გახდა თვითონ ადამიანებისა და რელიგიის მსახურთა მიერ.

ვინ მოკლა ქრისტე? მოკლა მაშინდელმა ეკლესიამ, ღმერთის სახელით მოქმედმა გარკვეულმა სოციუმმა, რომელმაც ვერ აიტანა და გარეგნულად თითქოს იმავე ღმერთს ემსახურებოდა, მაგრამ წარმოიდგინეთ, როგორი დაპირისპირებაა, როცა ადამიანი სინამდვილეს სინამდვილედ ვერ აღიქვამს, მასში არსებული წარმოდგენები ღმერთზე და ღმერთი, როგორც ცა და მიწა, ერთმანეთისგან განსხვავდება.

ყველა ჩვენთაგანი ვართ პასუხისმგებელი იმაზე, რაც ხდება ჩვენ თვალწინ. უნდა გავუსწოროთ სინამდვილეს თვალი. უმცირესობა, განსხვავებულობა, ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე მოწყვლადი არიან, ყველაზე მეტად ითხოვენ დაცვას თითოეული ჩვენგანისგან, თორე ”ძლიერთა ამა სოფლისათა” რა დაცვა უნდათ?! უმრავლესობას რომ თურმე დაცვა სჭირდება უმცირესობისგან. ანუ უმწეოები უქმნიან საფრთხეს? ეს სრული გაუგებრობაა და ამას ისე ლაპარაკობენ, თითქოს უდიდეს ჭეშმარიტებას აფრქვევდნენ ჩვენ გარშემო. ესეთი რაღაცები არ უნდა მიიღოს საზოგადოებამ. ორჯერ ორი რომ ოთხია, ეს იმაზე მარტივია.

გამოსავალია აქტიური მოქმედება, ქრისტე არ არის პასიურობის მქადაგებელი. ეძიეთ და იპოვით, მოითხოვეთ და მოგეცემათ, დააკაკუნეთ და გაგიღებენ, თუ გინდათ, რომ გაგიღონ, თუ არადა დავრჩებით იქ, სადაც ვართ.

თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. იესო არ მოსულა იმისთვის, რომ დემონსტრირება მოეხდინა, რა მაგარი იყო. მან თქვა, რომ თქვენში გამოთავისუფლდება ის დიდი ენერგია, რომლითაც თქვენ შეძლებთ, შეცვალოთ სამყარო. მიხვიდეთ ღვთის სასუფეველთან და იყოს თქვენში გაცხადებული ღმერთი. ეს არის აუცილებელი, ეს არის ის, რის გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება.

უამრავი მიზანთროპული ცნობიერება და მასთან დაქვემდებარებული და მისით ინსპირირებული ჯგუფები გამოცადა დედამიწამ, მაგრამ ფსევდო-ქრისტიანობაზე საშინელებად მე არაფერი მიმაჩნია. ეს არის უდიდესი ბოროტება და ბოროტების სათავე. როდესაც ქრისტეს სახელი იბღალება მავანთაგან, დაცემული, ბრუტალური და თალიბანური ძალებისგან და ამას ქრისტიანობას ეძახიან, ეს არის საშინელებაზე დიდი საშინელება.”

წინა

რწმენა ისაა, როცა გჯერა, რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია – მაკა ჩიჩუა

შემდეგი

ერთადერთი განაცხადი, რასაც უნდა ამზადებდეს, გადადგომის შესახებ განცხადებაა – გიორგი თაბაგარი

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების